„მომავალ თაობას სჭირდება თანამედროვე განათლება, თანადგომა, ურთიერთგაგება“ - ნინოწმინდის N1 სკოლის დირექტორი დიანა ტუმასიანი
07-05-2021

რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორის, დიანა ტუმასიანის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- მოსწავლის მომავალი, დიდი ოჯახი, სადაც თავს იყრიან სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

- ცოდნა გვანიჭებს...

- თავდაჯერებულობას, სიმტკიცეს, ქვეყნის კეთილდღეობას.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- თანამედროვე განათლება, თანადგომა, ურთიერთგაგება.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ვოცნებობდი, რომ ქვეყანაში ყოფილიყო მშვიდობა, რათა ყველა ბავშვს მიეღო განათლება და სრულად გამოეხატა საკუთარი შესაძლებლობები.

- დირექტორობა მეხმარება...

- ჩემი წვლილი შევიტანო განათლების სფეროში, დავეხმარო მოსწავლეებს ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზებაში, თავისუფალი აზრის გამოხატვაში.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ რომ...

- შეუძლებელი არაფერია, მთავარია გვჯეროდეს.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- გქონდეს ცოდნა, გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203