მატნის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
07-05-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში ქართული არმიის დაარსების 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს. მათ მიმოიხილეს ქართული არმიის ისტორია და ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე.

სკოლის არსაზრდელებმა წაიკითხეს წერილები, რომლებიც მათ ავღანეთიდან ქართველმა ჯარისკაცებმა გამოუგზავნეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203