წალკის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
07-05-2021
წალკის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

სოფელ კოხტას I-IVკლასების მოსწავლეებმა თემატური პლაკატები შექმნეს, მე-6 კლასელებმა კი - კედლის გაზეთი. მე-5 და მე-6 კლასელები დასუფთავების აქციაში ჩაებნენ. მე-10 და მე-11 კლასელებმა ნერგებისთვის ორმოები გაამზადეს.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეები ხელთათმანებით, პირბადეებითა და ცელოფნის პარკებით ევროკავშირის პროექტმა - „ეს წალკა“ მოამარაგა. პროექტისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის - LAG-ის ინიციატივით მოწყობილ გამწვანების აქციაში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი - გოგი მეშველიანი ჩაერთო, რომელმაც სკოლას შავი ფიჭვის ნერგები გადასცა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203