თბილისის N119 საჯარო სკოლის პრიორიტეტული მიმართულება მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა
07-05-2021
ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლა პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“ აქტიურადაა ჩართული. პროექტის ფარგლებში სკოლის პრიორიტეტული მიმართულება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა.

აღნიშნული მიზნად ისახავს აქტიური ცხოვრების წესის პროპაგანდას, ცნობიერების ამაღლებას, მოსწავლეთა დაინტერესებასა და ჩართვას სპორტულ აქტივობებში.

თბილისის N119 სკოლაში მიაჩნიათ, რომ ჯანსაღი ცხოვრება ფიზიკური, სულიერ და სოციალური კეთილდღეობის საწინდარია, ამიტომაც მასწავლებლები მოსწავლეებს აქტიურად მოუწოდებენ მოუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და გაიხანგძლივონ სიცოცხლე.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203