თემატური ერთეული „მიკრობები“ და მოსწავლეთა მიერ შექმნილი კომიქსები - ქუთაისის N24 სკოლაში საინტერესო გაკვეთილები ჩატარდა
06-05-2021

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის USAID-ის საბაზისო განათლების პროექტში ჩართულმა ლიდერმა პედაგოგებმა - მარიკა კოჩაძემ და სალომე უგულავამ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის გუნდის მიერ შემუშავებული თემატური ერთეული „მიკრობები“ მესამე და მეოთხე კლასებში დანერგეს.

მესამე კლასელები გაეცნენ ნინო სურმავას ტექსტს „მიკრობები ყველგან ცხოვრობენ“, მათ „ვსწავლობთ თამაშის“ პროგრამით შექმნეს კომიქსები - „მეგობარი მიკრობები“, მეოთხე კლასმა კი იგივე თემა პრესკონფერენციის სახით წარმოადგინა.

გაკვეთილებს ესწრებოდნენ სკოლის ექიმი, პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203