ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა თანამედროვე ლიტერატურით აღიჭურვა
07-05-2021
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ მხარდაჭერით, თანამედროვე ლიტერატურით აღიჭურვა.
ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ მოეწყო, სადაც თანასწორობასთან, ტოლერანტობასა და თავისუფლების იდეასთანთან დაკავშირებულმა წიგნებმა მოიყარა თავი.
გარდა ამისა, გაიხსნა ფოტოგამოფენა სახელწოდებით - „გოგონები მომავლიდან“.
სკოლის ეზოში გურიის გუბერნატორმა და უფროსკლასელმა მოსწავლეებმა მუხისა და ტუიას ნარგავებ დარგეს.
„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლელა ბაქრაძეს, გურიის გუბერნატორს, ბატონ გიორგი სახოკიას, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, ბატონ გიორგი კეკელიძეს, ვიცე-გუბერნატორს, ქალბატონ ქეთი მოისწრაფიშვილსა და ფოტოგრაფ დინა ოგანოვას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს