„ეს საოცარი მოტივაციაა ჩვენთვის“ - ვანის N2 სკოლას მინისტრმა ინკლუზიური განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
06-05-2021

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის დირექცია განათლების მინისტრს და  რესურსცენტრის უფროსს - ვანო კორძაძეს შრომის დაფასებისთვის მადლობას უხდის.

განათლების მინისტრის სახელით სკოლამ წერილი მიიღო, სადაც მინისტრი დირექციას და პედაგოგებს ინკლუზიური განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სსსმ მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის.

„მადლიერება რომ უდიდესი გრძნობაა ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, ჩვენს შრომას რომ ხედავენ ესაც ძალიან გვაბედნიერებს. საქმის კეთებისას ძალიან რომ ვხმაურობთ, ბევრი შრომის შედეგია...

ჰოდა, მეგობრებო, მინისტრის მადლობა რომ მოგვივიდა ეს საოცარი მოტივაციაა ჩვენთვის...

ბედნიერებაა კმაყოფილი მშობელი, მოფუსფუსე გუნდი და ბევრი დამნახავი, შემფასებელიც ბევრი...

მადლობა ჩვენს სამინისტროს, მადლობა მინისტრს, მადლობა რესურსცენტრის უფროსს ბატონ ვანო კორძაძეს მადლობა ჩვენს მშობლებს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203