ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას საინტერესო აქტივობა მიეძღვნა
06-05-2021

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას „წიგნიერების ხუთშაბათი“ მიუძღვნეს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - ეთერ შარაძემ, მზია შევარდნაძემ და მაია გოგუაძემ მოსწავლეებს გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებაზე უამბეს.

„იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასაწაულია“ - ასე დაიწყო 8 აპრილის „წიგნიერების ხუთშაბათი“, რომელიც ყველასათვის საყვარელი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

პირველკლასელებმა, მასწავლებელ ნინო ვაშალომიძესთან ერთად, ნოდარ დუმბაძის ლექსები წაიკითხეს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - ეთერ შარაძემ, მზია შევარდნაძემ და მაია გოგუაძემ მოსწავლეები დოჩანაშვილის სიტყვის პაპასთან და ვასიკო კეჟერაძესთან ამოგზაურეს“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203