აჭყვისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
06-05-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ - ასე ერქვა სკოლის ბიბლიოთეკისა და მე-8 კლასის მოსწავლეთა აქტივობას, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიასა და დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიეძღვნა.

„ღონისძიებას შეუერთდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებიც, რომლებმაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი. მადლობას ვუხდით გამოჩენილი აქტიურობითვის სკოლის ბიბლიოთეკარს, ქალბატონ მარინა ცნობილაძე ს და მე-8 კლასის ხელმძღვანელ ქალბატონ ცისია კურტანიძეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203