მუხიანის საჯარო სკოლაში, ინტერაქტიული დაფის გამოყენებით, საინტერესო გაკვეთილები ტარდება
06-05-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლაში ინტერაქტიული დაფის გამოყენებით, კათედრების მიერ დაგეგმილი გაკვეთილები ტარდება.
კათედრის წევრმა, ინგლისური ენის წამყვანმა პედაგოგმა, მაია ყუბანეიშვილმა მე-5 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. პედაგოგის მიერ მრავალფეროვანი რესურსებით დაგეგმილმა გაკვეთილმა მოსწავლეთა მაღალი ინტერესი და ჩართულობა განაპირობა.
„მაია ყუბანეიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ღირსეულად ატარებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს. სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგს გაკვეთილის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, ხოლო მე-5 კლასის მოსწავლეებს აქტიურობისთვის. მათ დიდ წარმატებას ვუსრვებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ტესტში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს