„მადლობა თავისუფლებისთვის“ - ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს
06-05-2021

„მადლობა თავისუფლებისთვის“ - ქუთაისის N17 საჯარო სკოლის VI1 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს. კლასის დამრიგებელი ნინო კოპალიანია.

„საქართველოში 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1989 წელს სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ მრავალათასიანი მიტინგის ცრემლსადენი გაზით, ნიჩბებითა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით დარბევის შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება - მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

32 წელი შესრულდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან ... მე-17 საჯარო სკოლაში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის გმირულად დაღუპული მამულიშვილები, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და ქვეყნისთვის ამ დღის უდიდესი მნიშვნელობა აღნიშნეს, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 9 აპრილისადმი მიძღვნილი ფოტომასალის გამოფენა და პერფორმანსი - ანთებული სანთლები, წითელი ტიტების ზღვა და ჯემალ სეფიაშვილის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. იყო აღფრთოვანება, გულწრფელი ემოცია, მღელვარება, ცრემლისა და სიხარულის, გლოვისა და თავისუფლების ზეიმი“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203