შინდისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები გაიმართა
06-05-2021
გორის მუნიციპალიტეტის შინდისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ბუნებისმეტყველების, ხელოვნების, ინგლისური ენისა და სხვა გაკვეთილებზე მრავალფეროვანი სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები განხორციელდა. მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენაც.
დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეული სკოლის ეზოში მცენარეების დარგვით დასრულდა.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 193 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს