წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
06-05-2021

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლის, მარინა გოლეთიანის ინიციატივით, ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატები წარმოადგინეს და სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203