ბანოჯის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
06-05-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლების კლუბმა, მოსწავლეთა თვითმართველობამ და ნიკო კეცხოველის პროექტის წევრებმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა გამორჩეული, ორიგინალური და საინტერესო თემატური ნამუშევრებიც შექმნეს.
სკოლის დირექტორმა ღონისძიება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ძალა ერთობაშია“.
დედამიწის საერთაშორისო დღეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება, რომელსაც საქართველო 1990 წელს შეუერთდა და სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს