ზედა აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები და კლასის დამრიგებლები სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
06-05-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები და კლასის დამრიგებლები სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებსა და პედაგოგებს სიგელები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებასა და წახალისებას დიდი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები და მათი პედაგოგებიც სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203