ნენიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მინი ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა
06-05-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის ნენიის საჯარო სკოლის გუნდმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ მინი ფეხბურთის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა. სკოლის გუნდმა ფინალურ ეტაპზე ითამაშა. 

შუახევის ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის ორგანიზებით, ჩემპიონატი გაიმართა მინი ფეხბურთში, სადაც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან 14 გუნდი მონაწილეობდა. დაძაბული თამაშის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ფურტიოსა და ნენიის სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება საბოლოოდ ფურტიოს საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203