ლიხეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
06-05-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა შემქნეს პლაკატები, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და დარგეს ნარგავები. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203