რუსთავის N18 საჯარო სკოლაში მოსწავლეს მანდატურმა აკრძალული ნივთი აღმოუჩინა
08-12-2017
რუსთავის მე-18 საჯარო სკოლაში მოსწავლეს მანდატურმა ელექტროშოკის აპარატი უპოვა. სკოლაში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ინფორმაციას TV ქვემო ქართლი ავრცელებს.
სამართალდამცველის გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მანდატურმა ერთ-ერთ მოსწავლეს ჯიბეში აკრძალული ნივთი უპოვა. კერძოდ, მოსწავლეს სკოლაში ელექტროშოკის აპარატი ჰქონდა მიტანილი. სამართალდამცველები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც ცნობილია, უსაფრთხოების ზომები თბილისის ზოგიერთ სკოლაში გამკაცრდა. მანდატურის სამსახურმა მაღალი კლასების მოსწავლეების შემოწმება დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლებში მოსწავლეების ჩანთების შემოწმება პიროტექნიკის საკითხს უკავშირდება:
„ეს დაკავშირებულია საახალწლო პიროტექნიკასთან. ხდება შემოწმება, რომ მოსწავლეებმა საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ სკოლაში. ეს ხდებოდა შარშან და ხდება წელს. ჩვეულებრივი პროცედურაა“, - განაცხადა მიხიელ ჩხენკელმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს