ფურტიოს საჯარო სკოლის გუნდმა მინი ფეხბურთის ჩემპიონატში გაიმარჯვა
06-05-2021
ლევან ბერიძის სახელობის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციას. სწორედ ამ მიზნით სკოლა ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ, გასართობ ღონისძიბებში. 

შუახევის ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის ორგანიზებით, ჩემპიონატი გაიმართა მინი ფეხბურთში, სადაც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან 14 გუნდი მონაწილეობდა. დაძაბული თამაშის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ფურტიოსა და ნენიის სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება საბოლოოდ ფურტიოს საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203