არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ დედამიწის დღეს პროექტი-ღონისძიება მიეძღვნა
06-05-2021

წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ მე-8 კლასის მოსწავლის, თაზო დუნდუას ინიციატივით, სკოლის მოსწავლეთა ჩართულობითა და დირექციის მხარდაჭერით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი-ღონისძიება გაიმართა. 

„მოსწავლეებმა ისაუბრეს დედამიწაზე არსებული პრობლემების შესახებ ეკოლოგიის კუთხით და მათი გადაჭრის გზებზეც. ბუნების დაცვა და მისი მოფრთხილება, ყველა ჩვენგანის ვალია!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203