
„გვიყვარხარ დედამიწა“- ამ ლოზუნგით თბილისის N60 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობები შეასრულეს, ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები