ზოდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება Izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაზე
06-05-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან. 

სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს ჩატარებულ მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაშიც და სერტიფიკატები დაიმსახურეს. 

სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ  ანასტასია მერმანიშვილი და ილია მოდებაძე.

ასევე გასულ თვეებში, შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომები აიღეს - ნუცა ქურცაძემ, ანასტასია მერმანიშვილმა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203