
9 აპრილი - დღე გლოვისა და დღე ზეიმისა - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ისტორიული მოვლენები გაიხსენეს.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებსა და სკოლის აღსაზრდელებს უამბეს აპრილის დღეების ქრონიკა, წარმოადგინეს „შავთეთრი აპრილის შავ-თეთრი ფოტოები“ და წაიკითხეს „ხეებზე გაკრული ლექსები“.
ამ კლასგარეშე აქტივობით მოსწავლეებმა გამოხატეს უდიდესი მოკრძალება და პატივისცემა ეროვნული დღესასწაულისადმი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს გარდაცვლილ გმირებს.
იხილეთ ფოტოები