მატნის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
06-05-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მე-5ბ მოსწავლეებმა დედამიწის თემატიკაზე ნამუშევრები შეასრულეს და გამოფინეს.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.