ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათ მიერ მოწყობილ „ჩრდილების თეატრში“ მინი-სპექტაკლები მოაწყვეს
ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრსა და მუსიკის როლს ჩრდილების თეატრში ნამუშევრები მიუძღვნეს. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით გადაიღეს ვიდეო, მოამზადეს პრეზენტაციები და მათ მიერ გაკეთებული რესურსით საკლასო ოთახში მინი-სპექტაკლები მოაწყვეს.
აქტივობას მუსიკის მასწავლებელი, თამუნა ბუბუტეიშვილი ხელმძღვანელობდა.
„გასულ წელს თამუნა ბუბუტეიშვილის სახით კიდევ ერთი პროფესიონალი კადრი შეემატა ჩვენი სკოლის მასწავლებელთა უძლიერეს ჯგუფს. თამუნა საუცხოოდ ახერხებს მუსიკასთან, მშვენიერების მრავალფეროვან სამყაროსთან, სიყვარულის სილამაზესთან მოსწავლეთა კომუნიკაციას. იგი ღიაა სიახლეებისთვის. გამორჩეული - პიროვნული ღირსებებით, მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით, ღრმაშინაარსიანი, პოზიტიური სასწავლო პროცესით, მუსიკის ენის დასაუფლებლად განსხვავებული მეთოდითა და ხერხით.რეალიზებული შესაძლებლობებით, მდიდარი და საინტერესო სასწავლო პრაქტიკით, სასურველი შედეგებით ნდობა და სიყვარული მოიპოვა კოლეგებში, მოსწავლეებსა და მშობლებში,“ - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ტექსტში.
იხილეთ ვიდეოები -
ბმული 1,
ბმული 2,
ბმული3,
ბმული4,
ბმული5,