
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელვაჩაურის რესურსცენტრთან არსებულ საგნობრივი კლუბის მორიგ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
„იმდღევანდელი კლუბის მუშაობას საგანში- ქიმია მასპინძლობდა მახინჯაურის საჯარო სკოლა, პედაგოგი ქალბატონი თალიკო ჯაყელი.
შეხვედრის თემა იყო:შეხვედრა ნამდვილად უჩვეულო და საინტერესო რეჟიმში წარიმართა. მონაწილეობდა სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე შალვა ხილაძე, ხოლო ამავე კლასის მოსწავლეები - ანა ქარცივაძე, ნინი ქამადაძე და ზეინაბ დუმბაძე დისტანციური რეჟიმით სკოლიდან იყვნენ ჩართულნი.სკოლის ქიმიის პედაგოგი თამარ ბერიძე გახლავთ.
მადლობა ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ნევრესტან დიდმანიძეს, სკოლის დირექტორს ქ.ნ. ნათია დევაძეს და ქიმიის პედაგოგს ქ.ნ თალიკო ჯაყელს უჩვეულო და საინტერესო შეხვედრისათვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები