წალკის N1 და ბარეთის საჯარო სკოლებმა გამწვანების აქცია გამართეს
06-05-2021
წალკის N1 საჯარო სკოლისა და სოფელ ბარეთის საჯარო სკოლებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ერთობლივი აქტივობები განახორცილეს.

„დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო წიფიანის ინიციატივით და წალკის N1 საჯარო სკოლის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან თანამშრომლობით, გამწვანების აქცია გავმართეთ წალკის მუნიციპალიტეტში.

ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ბარეთისა და წალკის N1 საჯარო სკოლებში პედაგოგების და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით დავრგეთ ფიჭვის ნერგები. განსაკუთრებით, სასიამოვნო და სტიმულის მომცემი იყო ბავშვების გულწრფელი ემოციები. მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ ბუნებრივი გარემოს დაცვა, განახლება თითოეული ჩვენგანის ვალია", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203