„გადავარჩინოთ მომავალი!“ - არხილოსკალოს საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
06-05-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის IV კლასის დამრიგებელმა ეთერ (ია) შავერდაშვილმა ბავშვების და მშობლების ჩართულობით პროექტი - „გადავარჩინოთ მომავალი!“ განახორციელა. 

პროექტი დედამიწის დღეს მიეძღვნა. მოსწავლეები მასში ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203