დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
06-05-2021

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში, ხელოვნების პედაგოგის, შორენა ალუღიშვილის ხელმძღვანელობით, დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა თემებზე - „დედამიწა ჩვენი სახლია“, „ადამიანის როლი გარემოში“, „დავასახელოთ წამოჭრილი პრობლემა და დავსახოთ მისი გადაჭრის გზები“.

„დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრები და მე-8-ა კლასის მოსწავლეებმა წარუდგინეს პრეზენტაციები მე-4-ა და მე- 4-ბ კლასის მოსწავლეებს „ადამიანის გავლენა გარემოზე“, ესაუბრნენ გარემოს დაცვის თემაზე. გაიმართა დისკუსია „როგორ შეიძლება გავუფრთხილდეთ გარემოს“.

სკოლის დერეფანში მოეწყო გაზეთების გამოფენა „ჩვენი თვალით დანახული დედამიწა“, „იცოცხლე დედამიწავ“, „გარემოს დაცვა“, „გავუფრთხილდეთ დედამიწას“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა.

დედამიწის დღე, 22 აპრილი აღნიშნეს I, II და II კლასის მოსწავლეებმა, მათ ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის ეზო სახალისო ნახატებით, გააკეთეს საკლასო გამოფენა.

პროექტის მიზანი იყო გარემოს დაცვის თემაზე მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება ადრეული ასაკიდანვე, მოსწავლეებმა გაიაზრონ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და იგრძნონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ეკოლოგიაზე“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203