ახალსოფლის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი შეაჯამეს
06-05-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლას USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი, ადამ შმიდტი, WASH პროექტის დირექტორი, ლევან მეტრეველი და პროექტის თემის ხელმძღვანელი, მარინე დავითულიანი ესტუმრნენ.

მათ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად პროექტი შეაჯამეს.

წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტი (WASH) სკოლებში აუმჯობესებს წვდომას უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე, ინკლუზიური და თემზე დაფუძნებული მიდგომის საშუალებით. პროექტი აძლიერებს ქალებსა და ახალგაზრდებს განათლების და უნარების განვითარების გზით, ახდენს „სკოლებში WASH" მოდელის ტესტირებას და მიზნად ისახავს მის დანერგვას საქართველოს მასშტაბით.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203