თბილისის N119 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
06-05-2021
თბილისის N119 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 

მათ კედლის გაზეთები დაამზადეს და ნახატების კონკურსიც მოაწყვეს. მოსწავლეებმა დედამიწაზე ზრუნვის კუტხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყვეს ხელი.

სკოლის აღსაზრდელებმა რამდენიმე იდეაც შეიმუშავეს, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი პლანეტის დასაცავად:
 
1. გახდი მოხალისე და მიიღე მონაწილეობა დასუფთავების აქციებში;
2. შეიძინე გადამუშავებადი, მრავალჯერადი მოხმარების ან ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებული პროდუქცია;
3. უარი თქვი პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე, თან ატარე ნაჭრის ჩანთა;
4. შეიძინე მხოლოდ ის ნივთები, რომელიც ნამდვილად გჭირდება და გამოიყენებ;
5. გაამწვანე გარემო - დარგე ხე.
6. დაზოგე წყალი

დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა.ის მსოფლიოში გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 195 ქვეყანა მონაწილეობს.საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203