თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა თოთლაძემ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გაიმარჯვა
06-05-2021
თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლაშა თოთლაძემ ეროვნული ოლიმპიადის სამივე ტური 3 საგანში - ისტორიაში, ქართულსა და ინგლისურში წარმატებით განვლო.
სკოლის ინფორმაციით, მანამდე ლაშა თოთლაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში Flex-ის პროგრამით იმყოფებოდა, ახლა კი მიუხედავად აბიტურიენტის დატვირთული რეჟიმისა, ოლიმპიადაში გამარჯვება მაინც შეძლო.
„ვულოცავთ მას და მასზე მუდმივად მზრუნველ ოჯახს! ვფიქრობთ, ეს მხოლოდ დასაწყისია. მადლობა ლაშას და მის დიდ გულშემატკივარ პედაგოგს, მანანა ტალახაძეს“, - ვკითხულობთ სკოლის მისალოც ტექსტში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს