„სიბრძნე სიცრუისა“ - ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებელმა საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა
06-05-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა, რუსუდან კუჭუხიძემ სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა თემაზე: სულხან საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“. 

გაკვეთილის მიზნები შემდეგნაირად განისაზღვრა:

ა) მოსწავლე შეძლებს ტექსტზე დაყრდნობით და პრობლემატიკის გათვალისწინებით ადამიანების მანკიერი და დადებითი თვისებების გამოკვეთას და გამოხატავს პირად დამოკიდებულებას;
ბ)მოსწავლე შეძლებს მხატვრული ტექსტის გაანალიზებას, ტროპის სახეებზე დაკვირვებას, განსაკუთრებით გამოკვეთს ალეგორიის მნიშვნელობას იგავ-არაკის ჟანრში.

სკოლის ინფორმაციით, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა გაკვეთილი დადებითად შეაფასა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203