ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო დეკორაციები დაამზადეს
06-05-2021
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული აღნიშნეს.

მოსწავლეებმა თემატური ნახატები შექმნეს და ხელნაკეთი სააღდგომო აქსესუარები დაამზადეს.

ამის შემდგომ სკოლის აღსაზრდელებმა ფერადი დეკორაციები და ნამუშევრები თვალსაჩინო ადგილას გამოფინეს.

მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი უნარ-ჩვევებიც განივითარეს. 

იხილეთ ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203