ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
06-05-2021
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მე-5ზ კლასისა და მე-5გ კლასის მოსწავლეებმა თემატური ნახატები შექმნეს, სადაც ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედება ნათლად წარმოაჩინეს.
სკოლის აღსაზრდელებმა გარემოში მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებებისა და დედამიწისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელების შესახებ ინგლისურ ენაზე ისაუბრეს.