ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოზე ზრუნვით აღნიშნეს
06-05-2021
„გავუფრთხილდეთ და დავიცვათ დედამიწა მავნე ზემოქმედებისგან“- ამ დევიზით მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებში ჩაერთვნენ და კიდევ ერთხელ გაიაზრეს ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და მათი როლი ბუნებრივი რესურსების დაცვის საქმეში.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს