ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის, მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ.
სკოლის აღსაზრდელები მუზეუმში არსებულ ექსპონატებს გაეცნენენ და შთამბეჭდავი ისტორიული ექსკურსიით ძალიან მოიხიბლნენ. მოსწავლეებმა მუზეუმში სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
„უღრმეს მადლობას ვუხდით ქალბატონ დარიკო ჟორჟოლიანს და მუზეუმის ადმინისტრაციას გულთბილი მასპინძლობისთვის“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ტექსტში.
იხილეთ ფოტოები