„სულის ვიტამინები“ - ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაკითხული ნაწარმოებები განიხილეს
07-05-2021
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა წიგნებს „სულის ვიტამინები“ უწოდეს. ისინი სკოლის ბიბლიოთეკას ხშირად სტუმრობენ და აქტიურად კითხულობენ ლიტერატურას.

„კლასს პატარა ბიბლიოთეკარიც ჰყავს, რომელიც ბიბლიოთეკასთან ფორმალურ მხარეს აწესრიგებს“, - ყვება პედაგოგი, ელისო აბესაძე.

მისი ინფორმაციით, მოსწავლეებმა კვირის მანძილზე წაკითხული ნაწარმოებები შეაჯამეს -  დახატეს საყვარელი პერსონაჟები და გაიხსენეს  ფრაზები, რომლებიც მოეწონათ და დაამახსოვრდათ.

სკოლის აღსაზრდელებმა ნამუშევრების გამოფენაც მოაწყვეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203