„დედამიწა, ჩემი, შენი, ყველასი“ - ძველი ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
06-05-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დევიზით - „დედამიწა, ჩემი, შენი, ყველასი“ დედამიწის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობები შეასრულეს, ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრავალფეროვანი ნამუშევრები შეასრულეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.