„ბედნიერების საიდუმლო“ - ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
06-05-2021
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ემოციური ინტელექტის განვითარების მიმართულებით პროექტი „ბედნიერების საიდუმლო“ ხორციელდება.

სასკოლო აქტივობაში მე-4ა კლასის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ, რომელთა დამრიგებელი თამარ გაბრიაძეა. მათ ისაუბრეს, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანებზე ემოცია, როგორ უნდა ვაკონტროლოთ და ვმართოთ ის, რა გვჭირდება სიმშვიდის შესანარჩუნებლად და როგორ უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს.

მოსწავლეებმა თავიანთი ემოციები ნახატების სახითაც გადმოსცეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203