„ბუნებრივი კატაკლიზმები ავსტრალიაში“ - ფიროსმანის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა
06-05-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანმა მასწავლებელმა, ლეილა ტარიელაძემ მე-11 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - Australia ( ბუნებრივი კატაკლიზმები ავსტრალიაში).
საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ წარიმართა. ის კიდევ უფრო ეფექტური გამოყენებულმა რესურსებმა გახადა. რესურსები კლასის ყველა აღსაზრდელისთვის, მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლისთვის იყო ხელმისაწვდომი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილები აქტიურად იგეგმება და ტარდება. გაკვეთილებს მასწავლებელთა მხარდაჭერისა და ხარისხის მართვის ჯგუფი ესწრება.