ბოხვაურის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, თეონა აროშიძემ საინტერესო აქტივობებით გაჯერებული შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა
06-05-2021
გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, თეონა აროშიძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, ინგლისურ ენაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილი მე-6 კლასში, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა და მისი თემა „American Dream“ იყო. პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა.
საგაკვეთილო პროცესს ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდამჭერი ჯგუფი ესწრებოდა.