ბათუმის N18 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებმა წიწვოვანი მცენარეები დარგეს
05-05-2021
ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. 

პედაგოგ ნინო დოლიძის ხელმძღვანელობით, მე-3გ კლასის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვანი მცენარეები დარგეს. ინფორმაცია მიიღეს, იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოული ადამიანის როლი გარემოს მოვლაში და რატომ უნდა იზრუნოს თითოულმა ჩვენგანმა დედამიწაზე.

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203