ჩხარის N1 საჯარო სკოლის ეზოში ეკოკლუბის წევრებმა წიწვოვანი მცენარეები დარგეს
05-05-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩხარის N1საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა გამწვანების აქცია მოაწყეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვანი მცენარეები დარგეს. 

„ჩხარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სკოლის ეზოში წიწვოვან მცენარეთა ნერგები დარგეს, რომლებიც სკოლას მერის წარმომადგენელმა ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალბატონმა თამარ ბარბაქაძემ გადასცა, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდით მას.

აქტივობის მიზანი იყო სკოლის ეზოს გამწვანება, რის შედეგადაც მივიღებთ ლამაზ გარემოს და სუფთა ჰაერს, მოსწავლეები შეძლებენ მოუარონ თავიანთ დარგულ ხეებს და გამოუმუშავდებათ ბუნების დაცვისა და მოვლის უნარჩვევები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203