
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილმა პოსტერმა კონკურსში „ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“ გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდნენ.
„ჩვენი მოსწავლეების მიერ შექმნილი პოსტერი კონკურსის „ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“ გამარჯვებულია!
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა!
კონკურსის მონაწილე მოსწავლეები იყვნენ: გიორგი რესტევანიანი, სუსანა იგიტიანი, ანაიდა კარაპეტიანი, კაროლინა აკოპიანი და კიმა კარამიანი.
მასწავლებლები - მარგარიტა რესტევანიანი და თეონა ცაგარეიშვილი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები