ჩხორიის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს
05-05-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“, ეკოკლუბ „ფესვებისა“ და eTwinning ჯგუფის ინიციატივით, მოსწავლეებმა სააღდგომო პოსტერები და ნახატები შექმნეს.
სკოლაში მოეწყო „ერთი კვერცხის“ აქციაც - მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დაანთეს ცეცხლი და შეღებეს კვერცხები, რომლებიც სოციალურად დაუცველებსა და მარტოხელა მოხუცებს დაურიგეს.
აქციაში აქტიურად იყო ჩართული სოფლის გამგებელი, ბესო ფიფია.