ეცერის საჯარო სკოლას აფხაზეთის ომის გმირის, ზურაბ გურჩიანის სახელი მიენიჭა
05-05-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლას აფხაზეთის ომის გმირის, ზურაბ გურჩიანის სახელი მიენიჭა. ზურაბ გურჩიანმა სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილი შეიტანა.
აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრების - ია ღადუას, ირაკლი შამათავასა და რამაზ გერლიანის ძალისხმევის შედეგია.