„ჩვენ გადავარჩენთ დედამიწას“ - ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლაში გამოფენა მოეწყო
05-05-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ნახატების გამოფენა - „ჩვენ გადავარჩენთ დედამიწას“ მოეწყო.
მოსწავლეებმა გამოფენისთვის დედამიწის თემაზე შესრულებული ნახატები და პოსტერები შექმნეს.
მათ სკოლის ეზოში სხვადასხვა ჯიშის ხეც დარგეს და გარემოს გამწვანებაზე იზრუნეს.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს