ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
05-05-2021

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. პროექტის - „მედიაწიგნიერება მოსწავლეებისათვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა შესწავლილი აპლიკაციები საინტერესოდ გამოიყენეს.

„ჩვენს  სკოლაში eTwinning-ის საერთაშორისო პროექტის, „მედიაწიგნიერება მოსწავლეებისათვის“ (Media Literacy for Students – MLS) ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა შეისწავლეს Web 2.0 ინსტრუმენტები - Canva, postermywall, ebookcreator და სხვა აპლიკაციები. ამ რესურსებით პროექტის მონაწილეებმა შექმნეს პროდუქტები, რომლებიც დაეხმარებათ, კარგად გაითავისონ, რა არის დედამიწის დღე.

დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.  ამჟამად ეს დღე ყოველწლიურად 190-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203