
ქუთაისის N29 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. ინგლისურის გაკვეთილზე ბავშვები საინტერესო აქტივობებში ჩაერთვნენ და თემატური ნამუშევრები წარმოადგინეს.
„ვუერთდებით დედამიწის დღის აღსანიშნავ კამპანიას, ცნობიერების ამაღლებით. ვფიქრობთ უფრო მეტს, ვგეგმავთ უკეთეს მომავალს!... ეს ყველაფერი ინგლისური ენის ჩართულობით!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა